geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქეთევან დადიანი
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1915

დაიბადა 1915 წლის 26 თებერვალს.

1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1944-1955 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1970-1989 წლებში  ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ და დაგეგმვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სხვადასხვა განყოფილებას; 1950-1970 წლებში  სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა რეგიონების – ავტონომიური რესპუბლიკის, ოლქის, ქალაქის, რაიონის მეურნეობის კომპლექსური განვითარების გეგმის შედგენის მეთოდიკა; იგი ითვლება საგარეო ეკონომიკური კავშირების კვლევის ერთ–ერთ პიონერად საქართველოში; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1948),

ქეთევან დადიანი  ეკონომიკის დარგში სამეცნიერო ხარისხის მქონე პირველი ეკონომისტი ქალია საქართველოში.

ბიბლიოგრაფია:

  • თვითღირებულება ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირის მრეწველობაში: [თეზისები და ანოტაციები], თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1948.
თარიღი: 02/08/2021
კატეგორია: ეკონომისტი